დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ნეიტრალური სტატუსის მქონე ქვეყნებს ნატო-ში გაწევრიანებისკენ მოუწოდებს
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ნეიტრალური სტატუსის მქონე ქვეყნებს ნატო-ში გაწევრიანებისკენ მოუწოდებს

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, რუსეთის მხრიდან გაზრდილი მუქარის გამო ნეიტრალური სტატუსის მქონე ყველა სახელმწიფო ნატო-ს უნდა შეუერთდეს, თუ უსაფრთხოება სურს.

როგორც გრანტ შაპსი ამბობს, ის ქვეყნები, რომლებიც არ არიან ნატო-ში, მაგრამ მაინც სარგებლობენ „დაცვის ქოლგით“, უნდა შეუერთდნენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს.

„პოლიტიკო“ აღნიშნავს, რომ ლონდონში სიტყვით გამოსვლისას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანს არ დაუსახელებია კონკრეტული სახელმწიფოები, რომლებიც დიდი ხანია ნეიტრალიტეტით სარგებლობენ, როგორებიცაა ირლანდია, მალტა, ავსტრია და შვეიცარია, თუმცა თქვა, რომ ლონდონი ნატო-ში მეტი ქვეყნის გაერთიანებას ლობირებს.

„ზოგიერთი ევროპული სახელმწიფო აქტიურად იღებს სარგებელს ნატო-სგან, ისინი სარგებლობენ თავისუფლებით, თუმცა არ არიან კონტინენტის კოლექტიური შეკავების ხელმომწერები. როდესაც მგელი ევროპული უსაფრთხოების უკანა ეზოშია შემოსული, ნეიტრალიტეტის დრო აღარ არის“, – განაცხადა გრანტ შაპსმა.