დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ჩინეთ-რუსეთის გაძლიერებული კავშირები საფრთხეს უქმნის დემოკრატიას
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ჩინეთ-რუსეთის გაძლიერებული კავშირები საფრთხეს უქმნის დემოკრატიას

ჩინეთ-რუსეთის გაძლიერებული კავშირები საფრთხეს უქმნის დემოკრატიას, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, გრანტ შაპსმა განაცხადა.

შაპსმა აღნიშნა, რომ ძალიან შეშფოთებულია ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის დიპლომატიური ურთიერთობების ბოლოდროინდელი გაძლიერებით და თქვა, რომ ეს საფრთხეს უქმნის დემოკრატიას.

„ძალიან შეშფოთებული ვარ ამით, რადგან, გახსოვდეთ, ეს არის ორი ქვეყანა, რომლებსაც არ სჯერათ დემოკრატიის. თუ თქვენ გაქვთ ასეთი სიტუაცია და ისინი ცდილობენ თავიანთი სისტემის გავრცელებას დანარჩენ მსოფლიოში, ჩვენ თვალები ფართოდ უნდა გვქონდეს გახელილი და დავინახოთ, რომ ეს არის პირდაპირი საფრთხე ჩვენი ცხოვრების წესისთვის“,- განაცხადა შაპსმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ვლადიმერ პუტინი ვიზიტით ჩინეთში იმყოფებოდა, სადაც სი ძინპინთან შეხვედრისას ლიდერებმა პირობა დადეს, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის „ახალი ეტაპი“ დაიწყება.