დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ავღანეთიდან ხალხის გამოსაყვანად, რომ დავიცვათ ჩვენი ვალდებულება და 20 წლის განმავლობაში გაღებული მსხვერპლი
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ავღანეთიდან ხალხის გამოსაყვანად, რომ დავიცვათ ჩვენი ვალდებულება და 20 წლის განმავლობაში გაღებული მსხვერპლი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანის ბენ უოლასის განცხადებით, ავღანეთიდან ხალხის გამოსაყვანად ყველაფერი უნდა გააკეთონ.

„ნამდვილად გული მწყდება, მაგრამ ზოგიერთი ადამიანი ვერ დაბრუნდება. ზოგიერთი ვერ დაბრუნება და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მესამე ქვეყნებთან ერთად, რომ ეს ადამიანები გამოვიყვანოთ“, – განაცხადა უოლასმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუს დროს.

ადგილობრივ რადიოსთან საუბრისას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი ემოციური იყო.

„მე ჯარისკაცი ვარ… დამწუხრებული ვარ, დასავლეთმა გააკეთა ის, რაც გააკეთა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავკეთოთ ხალხის გამოსაყვანად, რომ დავიცვათ ჩვენი ვალდებულება და 20 წლის განმავლობაში გაღებული მსხვერპლი“, – აღნიშნა უოლასმა.