დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ახალმა მინისტრმა პირობა დადო, რომ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ახალმა მინისტრმა პირობა დადო, რომ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, – ამის შესახებ გრანტ შეპსი სოციალურ ქსელში წერს.
გრანტ შეპსმა თანამდებობის დაკავების შემდეგ სოციალურ ქსელში თავის პირველ შეტყობინებაში განაცხადა, რომ აპირებს გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავდაცვის მინისტრს სურს, პატივისცემა გამოხატოს იმ უზარმაზარი წვლილის მიმართ, რომელიც მისმა წინამორბედმა, ბენ უოლასმა შეიტანა დიდი ბრიტანეთის თავდაცვისა და გლობალური უსაფრთხოების საქმეში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში.
„მოუთმენლად ველოდები ჩვენი შეიარაღებული ძალების მამაც მამაკაცებთან და ქალებთან მუშაობას, რომლებიც იცავენ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. ასევე, გავაგრძელებ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერას უკრაინაში პუტინის ბარბაროსული შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – აღნიშნა გრანტ შეპსმა.
გრანტ შეპსმა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის თანამდებობა 31 აგვისტოს, ბენ უოლასის გადადგომის შემდეგ დაიკავა.