დიდი ბრიტანეთის სასამართლომ 18 წლის საფა ბულარს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა
დიდი ბრიტანეთის სასამართლომ 18 წლის საფა ბულარს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

დიდი ბრიტანეთის სასამართლომ 18 წლის საფა ბულარს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. მას დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე ტერორისტული თავდასხმების მზადებაში ედება ბრალი.

საფა ბულარი ჯერ კიდევ საშუალო სკოლაში სწავლობდა, როდესაც ისლამური სახელმწიფოს მებრძოლმა ნავიდ ჰუსეინმა გადაიბირა.

საფა მასთან დაშიფრულ დიალოგს აწარმოებდა და სირიაში გამგზავრებასაც გეგმავდა ჰუსეინზე ცოლად გაყოლის მიზნით.

მოსამართლე მარკ დენისის დადგენილებით, საფა ბულარს მომდევნო 13 წლის განმავლობაში განაჩენის გასაჩივრების უფლება არ ექნება. საფა მის უფროს დასთან ერთად, ერთ-ერთ მუზეუმში ცეცხლსასროლი იარაღით შეჭრასა და ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედებას გეგმავდა. სასამართლომ ასევე დამნაშავედ ცნო საფას და და დედაც.