დიდი ბრიტანეთის სამეფო ფოსტამ „სამეფო კარის თამაშებს" საფოსტო მარკების სერია მიუძღვნა
დიდი ბრიტანეთის სამეფო ფოსტამ „სამეფო კარის თამაშებს" საფოსტო მარკების სერია მიუძღვნა

დიდი ბრიტანეთის სამეფო ფოსტამ „სამეფო კარის თამაშებს“ საფოსტო მარკების სერია მიუძღვნა. ინფორმაცია ამის შესახებ სერიალის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

ახალ მარკებზე გამოსახულია სერიალის ყველა მთავარი პერსონაჟი. მათ შორის ჯონ სნოუ, სერსეი ლანისტერი და დეინერის ტარგარიანი.

სამეფო კარის თამაშები HBO-ს ყველაზე რეიტინგული და პოპულარული სერიალია, რომელსაც მთელ მსოფლიოში მილიონობით მაყურებელი ჰყავს.

„სამეფო კარის თამაშების“ ფინალურ, მერვე სეზონს მთელი მსოფლიო მოუთმენლად ელოდება.

როგორც შოუს შემქმნელები აცხადებენ, სერიალის ფინალური სეზონი ძალიან მასშტაბურია, სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ დასკვნითი ნაწილი ეკრანებზე მხოლოდ 2019 წელს გამოვა.