დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქრისტიანებს ყველა სხვა რელიგიის მიმდევრებზე მეტად დევნიან
დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქრისტიანებს ყველა სხვა რელიგიის მიმდევრებზე მეტად დევნიან

დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქრისტიანებს ყველა სხვა რელიგიის მიმდევრებზე მეტად დევნიან. ამის შესახებ ნათქვამია დიდ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯერემი ჰანთის დაკვეთით სპეციალური კომისიის მიერ ჩატარებულ შუალედურ ანგარიშში.

დოკუმენტში წერია, რომ დედამიწის მოსახლეობის მესამედი რელიგიური ნიადაგზე დისკრიმინაციას განიცდის.

ავტორები აცხადებენ, რომ ქრისტიანების დევნა და მათ წინააღმდეგ ძალადობა სულ უფრო ხშირად ხდება, ზოგიერთ შემთხვევაში კი მსგავსი ფაქტები შესაძლოა, გენოციდს გაუთანაბრო. ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთ ქვეყენაში ქრისტიანული რელიგია შესაძლოა, საერთოდ გაქრეს. მაგალითად, ერაყში 2003 წელს ქრისტიანული მოსახლეობა 500 000-დან 120 000-მდე შემცირდა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ქრისტიანებს სხვადასხვა ფორმით დევნიან. მათივე თქმით, დისკრიმინაცია შეიძლება მოდიოდეს მთავრობისგან ან „საზოგადოების არაფორმალური ელემენტებისგან“.

ამის მაგალითად ანგარიშის ავტორებს მოჰყავთ საუდის არაბეთის მთავრობის მიერ ქრისტიანული თემის წევრების შეხვედრის ჩატარების აკრძალვა და საკანონმდებლო შეზღუდვები, რომელიც უზბეკეთში, თურქმენეთში, ტაჯიკეთსა და ყაზახეთში ქრისტიანულ ეკლესიას აქვს დაწყებული.

დოკუმენტის მიხედვით, ზოგიერთ შემთხვევაში ქრისტიანებს მათი ოჯახის წევრები ემუქრებიან, რომლებიც სხვა რელიგიის მიმდევრები არიან.

ქრისტიანების წინააღმდეგ ძალადობის შემთხვევებად დასახლებულია ქრისტიანი მორწმუნეების გატაცება ჩრდილოეთ კორეასა და მალაიზიაში, ასევე თავდასხმები ეკლესიებზე ეგვიპტეში, პაკისტანში, ინდონეზიაში და სხვა ქვეყნებში.

ანგარიშის სრული ვერსია ივლისში გამოქვეყნდება.