დიდი ბრიტანეთის საავადმყოფოებში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 209 ადამიანი გარდაიცვალა

19:14, 27.05.2020

დიდი ბრიტანეთის საავადმყოფოებში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად 209 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ინგლისში ბოლო დღე-ღამეში ვირუსს ემსხვერპლა 183 პაციენტი. ამრიგად, ინგლისის სამკურნალო დაწესებულებებში გარდაცვლილთა რიცხვმა 26 049 შეადგინა. ბოლო დღე-ღამეში შოტლანდიაში „კოვიდ-19“-ის შედეგად 13 პაციენტი დაიღუპა. უელსში გარდაიცვალა 11 ადამიანი, ხოლო ჩრდილოეთ ირლანდიაში – ორი პირი.

გაერთიანებულ სამეფოში ბოლო დღე ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი ოფიციალურად მოგვიანებით დასახელდება. როგორც „ბიბისი“ წერს, შეიძლება, აღნიშნული მონაცემი განსხვავებული იყოს, რადგან ხანდაზმულთა სახლებში დაღუპულებსაც მოიცავს.

მსგავსი