დიდი ბრიტანეთის ქალაქ შეფილდში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა
დიდი ბრიტანეთის ქალაქ შეფილდში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა

დიდი ბრიტანეთის ქალაქ შეფილდში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა. მომხდარის გამო, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში რამდენიმე ასეული ადამიანი საღამომდე აღმოჩნდა ბლოკირებული.

სამართალდამცველებმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელეს და მოქალაქეებს მოუწოდებდნენ, თავი შეეკავებინათ სავაჭრო ცენტრის დატოვებისგან. ასევე მოუწოდებდნენ მათ ახლობლებს, არ ეცადათ მათი გამოყვანა.

ქვეყნის რამდენიმე რეგიონში გადაუღებელი წვიმების გამო, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ათასობით ადამიანს უსაფრთხოების მიზნით სახლების დატოვებაც მოუწია.