დიდი ბრიტანეთის პოლიცია ამტკიცებს, რომ მანჩესტერელ თავდამსხმელს თანამზრახველი არ ჰყავდა
დიდი ბრიტანეთის პოლიცია ამტკიცებს, რომ მანჩესტერელ თავდამსხმელს თანამზრახველი არ ჰყოლია. მიუხედვად ამისა, ახალი წლის ღამეს მომხდარი დანაშაულის გამოძიება გრძელდება და პოლიცია დაკავებულის ახლობლებს კითხავს.
მანჩესტერში 31 დეკემბერს, ღამით 25 წლის მამაკაცი გამვლელებს დაესხა თავს. დაშავდა სამი ადამიანი. მათ შორის ერთი პოლიციელია. ბოროტმოქმედი დააკავეს. პოლიცია ვარაუდობს, რომ მას ფსიქიკური პრობლემები აქვს. თავდამსხმელი ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი.
სამართალდამცავები მომხდარს ტერორისტულ აქტად განიხილავენ.