დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ბორის ჯონსონის გადადგომას ითხოვს

14:49, 24.09.2019

დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ბორის ჯონსონის გადადგომას ითხოვს.

ამის შესახებ განცხადება ჯერემი კორბინმა მას შემდეგ გააკეთა, რაც გაერთიანებული სამეფოს უზენაესმა სასამართლომ პრემიერ-მინისტრის მიერ პარლამენტის დათხოვნა უკანონოდ გამოაცხადა.

„დაემორჩილე კანონს, უარი თქვი არათანმიმდევრულ ბრექსიtზე და დანიშნე არჩევნები, რომ ხალხმა აირჩიოს მთავრობა, რომელიც დემოკრატიასa და კანონის უზენაესობას პატივს სცემს, დაუბრუნე ძალაუფლება ხალხს“, – განაცხადა კორბინმა.

შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ დღეს დაადგინა, რომ ბორის ჯონსონის მიერ პარლამენტის ხუთი კვირით მუშაობის შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება უკანონო იყო.

მსგავსი