დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანი, რომელმაც კორონავირუსი მარტში გადაიტანა, ანტისხეულების კლინიკურ გამოცდაში ჩაერთო
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანი, რომელმაც კორონავირუსი მარტში გადაიტანა, ანტისხეულების კლინიკურ გამოცდაში ჩაერთო

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანი მეთ ჰენკოკი, რომელმაც კორონავირუსი მარტში გადაიტანა, ანტისხეულების კლინიკურ გამოცდაში ჩაერთო.

როგორც თავად მეთ ჰენკოკი აცხადებს, ის მონაწილეობს კვლევაში, რომლის მიზანიც არის დადგინდეს, რამდენად ქმედითია დაავადებული ადამიანების სისხლის პლაზმის გამოყენება კორონავირუსით დაავადებულთა სამკურნალოდ.

ჰენკოკმა მოუწოდა მოქალაქეებს, თავადაც ჩაერთონ კლინიკურ გამოცდაში. ამის შესახებ განცხადება დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა „ტვიტერის“ გვერდზე გაავრცელა და თან ფოტო დაურთო.