დიდი ბრიტანეთის ელჩმა, გარეთ უორდმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კომენტარის გარეშე დატოვა

12:53, 26.02.2026

დიდი ბრიტანეთის ელჩმა, გარეთ უორდმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დატოვა.

ელჩს მედიასთან არც უწყებიდან გამოსვლის შემდეგ გაუკეთებია კომენტარი.

დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნა-განმარტებისთვის იყო დაბარებული.

საქმე ეხება ბრიტანეთის მთავრობის მიერ ტელეკომპანიების – „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ ელჩისგან მოითხოვდნენ განმარტებას, რა არის ქართული ტელევიზიების დასანქცირების საფუძველი, რადგან სანქციებს მტკიცე სამართლებრივი საფუძველი სჭირდება.

მსგავსი