დიდი ბრიტანეთის დედოფალმა, ელისაბედ მეორემ და მისმა მეუღლემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარეს
დიდი ბრიტანეთის დედოფალმა, ელისაბედ მეორემ და მისმა მეუღლემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარეს

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა, ელისაბედ მეორემ და მისმა მეუღლემ, ედინბურგის პრინცმა, ფილიპმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარეს.

შესაბამის ინფორმაციას ბუკინგემის სასახლე ავრცელებს.

ხანდაზმული ასაკის გამო, 94 წლის დედოფალი და 99 წლის პრინცი ფილიპი დიდ ბრიტანეთში მიმდინარე ვაქცინაციის ფარგლებში პრიორიტეტულ ჯგუფს განეკუთვებიან.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დიდ ბრიტანეთში დეკემბერში დაიწყო. მთავრობის პროგრამით, თებერვლის შუა რიცხვებამდე 15 მილიონამდე ადამიანი უნდა აიცრას – ხანდზამულები, რისკ-ჯგუფები და მედიკოსები.