დიდი ბრიტანეთი კორონავირუსის გამო დაწესებული ყველა შეზღუდვის გაუქმებას 21 ივნისამდე გეგმავს
დიდი ბრიტანეთი კორონავირუსის გამო დაწესებული ყველა შეზღუდვის გაუქმებას 21 ივნისამდე გეგმავს

დიდი ბრიტანეთი კორონავირუსის გამო დაწესებული ყველა შეზღუდვის გაუქმებას 21 ივნისამდე გეგმავს. შესაბამისი გეგმა დღეს ქვეყნის პრემიერ მინისტრმა წარადგინა.

მისი თქმით, ქვეყანა კარანტინის რეჟიმიდან ოთხ ეტაპად გამოვა. პირველი ეტაპი და შეზღუდვების ნაწილობრივი შემსუბუქება 8 მარტიდან დაიწყება.

პირველ ეტაპზე გაიხსნება სკოლები და სასწავლო პროცესი განახლდება უმაღლეს სასწავლებლებშიც. ასევე განაახლებენ მუშაობას საბავშვო წრეები და კლუბები. 29 მარტს გაიხსნება სპორტული დარბაზები და აუზები. მოქალაქეებს სახლებში დარჩენა აღარ მოუწევთ, თუმცა მოქალაქეთა ნაწილი დისტანციურად იმუშავებს.

12 აპრილიდან განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სილამაზის სალონები. ამ დღეს ასევე გაუქმდება კომენდანტის საათი. პაბები და რესტორნები ღია სივრცეში მიიღებენ მომხმარებლებს.

შეზღუდვების მოხსნის მესამე ეტაპი დაიწყება 17 მაისს, რა დროსაც მასობრივი შეკრებები ნებადართული იქნება, თუმცა მონაწილეთა რაოდენობა 30 კაცით განისაზღვრება. ასევე სრულად განახლდება რესტორნების, კინოთეატრებისა და სპორტული სტადიონების მუშაობა.

მეოთხე და ბოლო ეტაპზე გაუქმდება ყველა შეზღუდვა. მათ შორის აღარ იქნება საჭირო სოციალური დისტანციის დაცვა.

„ამ დროს ჩვენ გავხსნით ყველაფერს მათ შორის ღამის კუბებსაც“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

დატოვე კომენტარი