დიდი ბრიტანეთი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად, „პანდემიური რადარის“ სისტემის შექმნას გეგმავს
დიდი ბრიტანეთი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად, „პანდემიური რადარის“ სისტემის შექმნას გეგმავს

დიდი ბრიტანეთი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად, „პანდემიური რადარის“ სისტემის შექმნას გეგმავს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ბრიტანეთის პრემიერმა, ბორის ჯონსონმა „გლობალური პანდემიური რადარის“ შექმნის ინიციატივის შესახებ განაცხადა, რომელიც გლობალური მასშტაბით კორონავირუსის ახალი ვარიანტების სწრაფად ამოცნობას და ახალი ინფექციური დაავადებების გამოვლენას შეძლებს. პრემიერი ჯონსონი, აღნიშნული საკითხის განხილვას „G20“-ის გლობალური ჯანდაცვის სამიტზე გეგმავს.

პრემიერის განცხადებით, აუცილებელია დაავადებებზე ისეთი ეპიდზედამხედველობის შექმნა, რომელიც 21-ე საუკუნის გამოწვევებს შეესაბამება.

ბრიტანეთის პრემიერის ინიციატივას მიესალმება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი და მას სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

„G20“-ის სამიტზე მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის ლიდერები „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოების გასაზრდელად ნებაყოფლობითი მოქმედების დეკლარაციის მიღებას გეგმავენ. გარდა ამისა, წამლის მწარმოებლების მიერ, ღარიბი ქვეყნებისთვის ვაქცინის დიდი რაოდენობით დამზადებისა და მიწოდების დაანონსება იგეგმება.