დიდი ბრიტანეთი ავღანეთიდან მოქალაქეების ევაკუაციას დღეს დაასრულებს
დიდი ბრიტანეთი ავღანეთიდან მოქალაქეების ევაკუაციას დღეს დაასრულებს

დიდი ბრიტანეთი ავღანეთიდან მოქალაქეების ევაკუაციას დღეს დაასრულებს, – ამის შესახებ შეიარაღებული ძალების სარდალმა, გენერალმა ნიკ კარტერმა „ბიბისის“ განუცხადა.

„ჩვენ ვასრულებთ ევაკუაციას, რომელიც გაგრძელდება დღეს. ამის შემდეგ აუცილებელი იქნება ჩვენი სამხედროების დაბრუნება დარჩენილი თვითმფრინავით. ჩვენ ვერ შევძელით ყველას გამოყვანა და ეს გულსატკენია. ადგილზე მიღებულ იქნა ძალიან რთული გადაწყვეტილებები“, – განაცხადა ბრიტანელმა გენერალმა.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბრიტანეთმა ქაბულიდან 13 აგვისტოს შემდეგ 14 543 ადამიანი გაიყვანა.

დატოვე კომენტარი