12 მარტს ლას ვეგასში, UFC 221-ზე მერაბ დვალიშვილი თავის ერთ-ერთ უმთავრეს და პრინციპულ კონკურენტს, დივიზონის ყოფილ ჩემპიონს, რუს პიოტრ იანს დაუპირისპირდება.
დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს, იანი კი მეორე პოზიციაზეა.
ეს შეხვედრა განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს, რადგან მერაბი იანთან გამარჯვების შემდეგ, ფაქტობრივად, სატიტულო ბრძოლისთვის იქნება მზად.
ამასთანავე, ქართველ მებრძოლსა და მის მეგობარს, სუპერმსუბუქი წონის მოქმედ ჩემპიონს, ალჯამაინ სტერლინგს რუს სპორტსმენთან დაძაბული ურთიერთობა აქვთ. თავად მერაბი პრესკონფერენციებზე ხშირად უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთს აქვს ოკუპირებული, ქვეყანას, რომლის სახელითაც პიოტრ იანი ასპარეზობს.
დვალიშვილმა UFC-ში ბოლო რვა ბრძოლა მოიგო, უკანასკნელ დაპირისპირებაში კი დივიზიონის ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენი ჟოზე ალდო დამაჯერებლად დაამარცხა. რაც შეეხება პიოტრ იანს, მან ბოლო სამი ბრძოლა (სტერლინგთან და ო’მალისთან) მსაჯთა საკამათო გადაწყვეტილებით დათმო.