მე-12 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში თბილისში გაიმართა. ერთმანეთს გათამაშების ლიდერი ქუთაისის “აია” და მე-3 ადგილოსანი “ლელო სარასენსი” დაუპირისპირდნენ. 25-ე წუთისათვის “აია” უკვე 15:0-ს იგებდა. ქუთაისელები 37-ე წუთზე საჯარიმო ლელოთი და ყვითელი ბარათით დაისაჯნენ და მასპინძლებმა შვიდი ქულა გააბათილეს. ტაიმის დასრულებამდე ბაბუნაშვილმა არეკნი შეასრულა და “აია”-ს 11 ქულიანი უპირატესობა მოუტანა. პირველი ტაიმი – “ლელო სარასენსი” 7:18 “აია”.
მეორე ტაიმში თაფლაძის ლელოს და ყიასაშვილის ჯარიმის შემდეგ ანგარიშში სხვაობა 3 ქულამდე შემცირდა და თითქოს, “ლელო” მატჩში დაბრუნდა, მაგრამ 67-ე წუთზე უკვე ყიასაშვილი დაისაჯა ყვითელი ბარათით, რომელმაც უბურთო მეტოქე შებოჭა. მსაჯმა საჯარიმო ლელო ჩათვალა – 25:15. დარჩენილ დროში მასპინძლებმა ერთი ჯარიმის გატანა მოასწრეს და ბონუს ქულა მოიპოვეს, ქუთაისის “აია”-მ კი პირველი ადგილი შეინარჩუნა.
მეორე ადგილოსანმა “ლოკომოტივმა” მძიმე ბრძოლაში დაამარცხა მე-7 ადგილზე მყოფი “აკადემია”. რკინიგზელებმა მეტოქეს შერკინებაში აჯობეს და საბოლოო ჯამში ამის ხარჯზე მოიპოვეს გამარჯვება. პირველ ტაიმში “ლოკომოტივის” გარდასახულ ლელოს (შკინინი 33′) და ჯარიმას აკადემიელებმა სამი ჯარიმით უპასუხეს და მხოლოდ ერთი ქულით აგებდნენ.
მეორე ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და რკინიგზელებმა მეორე ლელოს დადება მხოლოდ 77-ე წუთზე მოახერხეს (გასვიანი). საბოლოო ანგარიში- “ლოკომოტივი” 17:9 “აკადემია”.
ტურის დარჩენილი შეხვედრები ასე დასრულდა:
ხარები 17:22 არმაზი
ჯიქი 46: 3 ბაგრატი
ბათუმი 13:7 არმია