დიდი 10 - ხუთი ტურის შემდეგ ქუთაისის „აია“ ლიდერობს
დიდი 10 - ხუთი ტურის შემდეგ ქუთაისის „აია“ ლიდერობს

რაგბიში დიდი 10-ის მე-5 ტურის მატჩები გაიმართა. გათამაშების ლიდერმა ქუთაისის „აიამ“ პირველი მარცხი განიცადა. „აია“ რუსთავის „ხარებს“ დაუპირისპირდა და მატჩი ანგარიშით 10:13 დათმო. მატჩის პირველ ტაიმში ორივე გუნდმა თითო ჯარიმა გაიტანა. შესვენების შემდეგ კი, შეხვედრის მეორე ტაიმის განახლებიდან რამდენიმე წუთში, სტუმრები ვაჟა ხუციშვილმა ზუსტად შესრულებული საჯარიმო დარტყმით კიდევ ერთხელ დააწინაურა.

დარჩენილ დროში გუნდებმა თითო ლელო და გარდასახვა გაცვალეს და შეხვედრა რუსთაველთა სასარგებლოდ, ანგარიშით 13:10 დასრულდა.

მე-5 ტურის სხვა შეხვედრებში „ლელომ“ „ბათუმთან“ ანგარიშით 7:9 წააგო. „ლოკომოტივისა“ და „არმაზის“ შეხვედრაში ფრე – 18:18 დაფიქსირდა. „აკადემიამ“ „იუნკერებს“ ანგარიშით 8:6 მოუგო. გორის „ჯიქმა“ კი ბოლნისის „ყოჩებს“ უმასპინძლა და მატჩში ანგარიშით 25:14 სძლია.

„დიდი ათის“ შემდეგი ტურის მატჩები 25, 26 და 27 ოქტომბერს ჩატარდება.

25 ოტომბერს რუსთავის „ხარები“ „ლოკომოტივს“ მიიღებს.

26 ოქტომბერს „აკადემია“ „ჯიქს“ დაუპირისპირდება, „ბათუმი“ „აიას“ მიიღებს.

27 ოქტომბერს „ყოჩები“ „ლელოს“ შეხვდება, „იუნკერები“ „არმაზს“ ეთამაშება.