დიდი 10 | მე-11 ტურის შეჯამება
დიდი 10 | მე-11 ტურის შეჯამება

“დიდი 10”-ის მე-11 ტური დასრულდა და ტურნირის ლიდერი უცვლელია. ქუთაისური “აია” საქართველოს ჩემპიონატს კვლავ ლიდერობს.

მე-11 ტურში გუნდმა მე-10 გამარჯვება მოიპოვა, 43 ქულა მოაგროვა და უახლოეს მდევარ “ლოკომოტივს” ერთი ქულით უსწრებს.

“აიამ” საკმაოდ მძიმე ბრძოლაში მოახერხა “აკადემიის” წინააღგმდეგ გამარჯვება. პირველი ტაიმის შემეგ უპირატესობა თბილისელებს ჰქონდათ. მათ თამაშის დაწყებიდან 13 წუთში მეტოქეს სამი ჯარიმა გაუტანეს და 0:9 დაწინაურდნენ. ტაიმის ბოლო წუთზე ერთი ჯარიმა ბაბუნაშვილმა გაქვითა – 9:3.

ანგარიში 56-ე წუთზე კვლავ “აია”-ს სასარგებლოდ შეიცვალა. ზურაბ ძნელაძის ლელო ბაბუნაშვილმა გარდასახა და მასპინძლები ერთი ქულით დააწინაურა – 10:9. მატჩის დამთავრებამდე ქუთაისელებმა კიდევ ორი ლელო დადეს, დუბლი აბრამიშვილმა გაიფორმა. საბოლოო ანგარიში 22:10.

თავისი მატჩი მოიგო “ლოკომოტივმაც”. მათ მეხუთე ადგილზე მყოფი რუსთავის “ხარები” 33:15 დაამარცხეს.

კიდევ ერთმა ლიდერმა “ლელო სარასენსმა” მე-9 ადგილოსანი “არმია” დაამარცხა. “ლელო” 38-ე წუთზე 36:0-ს იგებდა და თითქოს ბონუს ქულის აღება არ უნდა გასჭირვებოდათ, თუმცა “არმიამ” მეორე ტაიმში სამი უპასუხო ლელო დადო და მეტოქეს ბონუსი აართვა. საბოლოო ანგარიში 21:36.

დაპირისპირება მოიგო ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმაც. გორის “ჯიქმა” “არმაზი”  დაამარცხა (31:5) და პრემიალური ქულაც აიღო. “ჯიქი” 11 ტურის შემდეგ მე-4 ადგილს იკავებს, ხოლო “არმაზი” მე-7 ადგილზეა.

მეხუთე ადგილოსანი “ბათუმი” ბოლო ადგილოსან “ბაგრატს” ესტუმრა და 10:26 დაამარცხა. ქვეყნის ვიცე ჩემპიონები უახლოეს მდევარ, რუსთავის “ხარებს” ათი ქულით ასწრებენ.