დიდ დიღომში ბინის გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
დიდ დიღომში ბინის გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა 1981 წელს დაბადებული ა.გ. ქურდობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა დიდ დიღომში ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი სახლიდან ოქროს სამკაულები და ბიჟუტერია მოიპარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ ა.გ. ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში დააკავა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.