დიდ ბრიტანეთში თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დენ ჯარვისი დაინიშნა
დიდ ბრიტანეთში თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დენ ჯარვისი დაინიშნა.
მანამდე ჯონ ჰილიმ თანამდებობა სამხედრო ხარჯებთან დაკავშირებით ქვეყნის მთავრობის შიგნით არსებული უთანხმოების გამო დატოვა. ჰილის შემდეგ თანამდებობა დატოვა შეიარაღებული ძალების მინისტრმა, ალ კარნსმაც.
თანამდებობიდან გადადგომის წერილში კარნსმა აღნიშნა, რომ მთავრობა შეიარაღებულ ძალებს „სახიფათო სამყაროში მშვიდობიანი პერიოდისთვის გათვლილი ბიუჯეტით“ ამუშავებს.
მანამდე თავდაცვის უკვე ყოფილმა მინისტრმა, ჯონ ჰილიმ პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს განუცხადა, რომ დაგეგმილი სამხედრო ინვესტიციების გეგმა „არ შეესაბამება ქვეყნის თავდაცვის საჭიროებებს ამ რთულ პერიოდში“.
სტარმერმა კი განაცხადა, რომ მთავრობა „ყოველთვის გააკეთებს ყველაფერს ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად“ და, მისი თქმით, არსებული გეგმები ქვეყნის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.