დიდ ბრიტანეთში სანაპიროების დახურვას არ გამორიცხავენ
დიდ ბრიტანეთში სანაპიროების დახურვას არ გამორიცხავენ

დიდ ბრიტანეთში სანაპიროების დახურვას არ გამორიცხავენ.

შესაბამისი განცხადება დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა.

მისი თქმით, თუ მოქალაქეები არ დაიცავენ სოციალურ დისტანციას და სანაპიროზე მასობრივი შეკრებები დაფიქსირდება, მაშინ მთავრობა იძულებული გახდება, სანაპიროზე გასვლა აკრძალოს.

„რა თქმა უნდა, ხალხს სურს მზეზე გასვლა, მაგრამ ჩვენ ყველა ღონეს უნდა მივმართოთ, რომ სანაპიროზე გასვლა ყველასთვის უსაფრთხო იყოს“, – განაცხადა ინგლისის სამედიცონო უნივერსიტეტის პროფესორმა კრის უიტიმ.

შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ დიდ ბრიტანეთში რამდენიმე სანაპიროზე ათასობით ადამიანი გავიდა.

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე სულ 43 230 ადამიანი გარდაიცვალა.