დიდ ბრიტანეთში პოლიციის უფლებამოსილების გაფართოების შესახებ კანონის წინააღმდეგ ხალხმრავალი აქციები გაიმართა
დიდ ბრიტანეთში პოლიციის უფლებამოსილების გაფართოების შესახებ კანონის წინააღმდეგ ხალხმრავალი აქციები გაიმართა

დიდ ბრიტანეთში პოლიციის უფლებამოსილების გაფართოების შესახებ კანონის წინააღმდეგ ხალხმრავალი აქციები გაიმართა. ლონდონში გამართული დემონსტრაცია პოლიციელებთან შეტაკებით დასრულდა. რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

პოლიციის შესახებ ახალი კანონი, რომელიც მმართველმა პარტიამ წარადგინა, დემონსტრაციების გამართვის წესის შეზღუდვას ითვალისწინებს. კანონპროექტით ბრიტანეთის პოლიციას ექნება უფლება განსაზღვროს საპროტესტო აქციის ხანგრძლივობა, ასევე არ დაუშვას ქუჩების გადაკეტვა და დააწესოს შეზღუდვა ხმაურზე.

კანონპროექტის წინააღმდეგ აქციები დიდი ბრიტანეთის ათობით ქალაქში გაიმართა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი პოლიციის უფლებამოსილების გაფართოებას მხარს უჭერს და მკაცრად აკრიტიკებს იმ აქტივისტებს, რომლებიც სამართალდამცავებს ესხმიან თავს.