დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილ ვეტერანს, კაპიტან ტომ მურს ტაშით გამოემშვიდობნენ, მას პატივი მიაგო ბორის ჯონსონმაც [ვიდეო]

დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილ ვეტერანს, კაპიტან ტომ მურს ტაშით გამოემშვიდობნენ.

თავდაპირველად მის ხსოვნას პატივი მიაგო ბედფორდის საავადმყოფოს პერსონალმა, შემდეგ მათ შეუერთდნენ სამხედრო მოსამსახურეები ჰაროგეითში.

დაუნინგ სთრითის 10 ნომრის ზღურბლზე ტომ მურს ტაშით პატივი მიაგო დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმაც.

კაპიტანი ტომ მური 2 თებერვალს გარდაიცვალა. 100 წლის ვეტერანი მთელმა მსოფლიომ მას შემდეგ გაიცნო, რაც მან საკუთარ ბაღში წრეზე სიარულით 33 მილიონი გირვანქა სტერლინგის შეგროვება შეძლო. ეს თანხა კაპიტანმა მურმა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურს გადაურიცხა, რომლის პერსონალიც „კოვიდ-19“-ის პანდემიას ებრძოდა.