დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირების 171 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

18:56, 16.03.2020

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირების 171 ახალი შემთხვევა აღრიცხეს. ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის დეპარტამენტმა გაავრცელა. შედეგად, დიდ ბრიტანეთში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1 543-ს მიაღწია.

კორონავირუსის ტესტი ჩაუტარდა 44 105 ადამიანს, საიდანაც 42 562-ს ნეგატიური შედეგი ჰქონდა.

გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კორონავირუსის გავრცელების განახლებული სტატისტიკა საღამოს კვლავ გამოქვეყნდება.

მსგავსი