დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 125 ათასს გადააჭარბა
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 125 ათასს გადააჭარბა

დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 181 ინფიცირებული გარდაიცვალა. მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ ჯამში 125 168 შეადგინა. გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 6 753 ადამიანს. მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გაერთიანებულ სამეფოში სულ აღრიცხულია კორონავირუსით ინფიცირების 4 მილიონ 247 ათასზე მეტი შემთხვევა. ამ მაჩვენებლის მიხედვით, ქვეყანა მსოფლიოში მეხუთე ადგილს იკავებს.