დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით 445 ინფიცირებული გარდაიცვალა
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით 445 ინფიცირებული გარდაიცვალა

დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 445 ინფიცირებული გარდაიცვალა. „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 10 406 ადამიანს. მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გაერთიანებულ სამეფოში სულ აღრიცხულია კორონავირუსით ინფიცირების 4 მილიონ 117 ათასზე მეტი შემთხვევა. ამ მაჩვენებლის მიხედვით, ქვეყანა მსოფლიოში მეოთხე ადგილს იკავებს.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 120 ათასს აღემატება. მსხვერპლთა მაჩვენებლით დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა.

მთავრობის სტატისტიკით, დიდ ბრიტანეთში ვაქცინის პირველი დოზა 17,2 მილიონმა ადამიანმა მიიღო.