დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის გამო რესტორნები, პაბები, კინოთეატრები და სპორტული დარბაზები დახურეს
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის გამო რესტორნები, პაბები, კინოთეატრები და სპორტული დარბაზები დახურეს

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის გამო რესტორნები, პაბები, კინოთეატრები და სპორტული დარბაზები დახურეს. ამის შესახებ განცხადება გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.

მისივე თქმით, რესტორნებსა და კვების სხვა ობიექტებს ექნებათ საშუალება, მოქალაქეებს დისტანციურად მოემსახურონ.

მთავრობის განკარგულებით, ასევე იხურება ღამის კლუბები და თეატრებიც. აღნიშნული ზომები შეეხება როგორც ინგლისს, ასევე ჩრდილოეთ ირლანდიას, უელსს და შოტლანდიას.

ჯონსონის განცხადებით, ხელისუფლება კორონავირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაციის ანალიზს გააგრძელებს, რათა შეზღუდვები მაქსიმალურად სწრაფად მოიხსნას.

ამასთან ერთად, დიდი ბრიტანეთის მთავრობა აცხადებს, რომ კორონავირუსის გამო სამსახურის გარეშე დარჩენილი მოქალაქეების 80%-ს კომპენსაციის სახით თვეში 2500 გირვანქა სტერლინგს გადაუხდის.

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 177-ს აღწევს.