დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 676 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 676 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 676 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. ამრიგად ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 2 626-ს მიაღწია. დაღუპულთა რიცხვი კი 71-ს შეადგენს.

ამასთან ერთად ცნობილი ხდება, რომ კორონავირუსის გავრცელების შეკავების მიზნით შოტლანდიასა და უელსში სკოლებში სწავლება დროებით შეწყდება.

საერთაშორისო მასშტაბით ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 200 ათასს გადააჭარბა.