დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 5 534 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 5 534 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული 121 პაციენტი გარდაიცვალა. მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ ჯამში 125 464 შეადგინა. გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 5 534 ადამიანს. მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გაერთიანებულ სამეფოში სულ აღრიცხულია კორონავირუსით ინფიცირების ოთხი მილიონ 260 ათასზე მეტი შემთხვევა. ამ მაჩვენებლის მიხედვით, ქვეყანა მსოფლიოში მეხუთე ადგილს იკავებს.

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აცრილია 23,6 მილიონზე მეტი ადამიანი.