დიდ ბრიტანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 587 ადამიანი დაიღუპა
დიდ ბრიტანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 587 ადამიანი დაიღუპა

დიდ ბრიტანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 587 ადამიანი დაიღუპა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსი ლაბორატორიულად 21 008 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის სამ მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 106 ათასი ადამიანი.