დიდ ბრიტანეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც პარტიის „რეფორმები ბრიტანეთისთვის“ ლიდერს მკვლელობით დაემუქრა
დიდ ბრიტანეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც პარტიის „რეფორმები ბრიტანეთისთვის“ ლიდერს, ნიგელ ფარაჯს მკვლელობით დაემუქრა.
მედიის ცნობით, ბრალდებულმა მუქარის შემცველი პოსტი სოციალურ ქსელში 8 მაისს ატვირთა, რომელშიც ეწერა: „თუ გაიმარჯვებ, ვაპირებ, თავში გესროლო“.
მამაკაცი 14 ივლისს დააკავეს.
„ტელეგრაფის“ ინფორმაციით, არჩევნებში პარტიის „რეფორმები ბრიტანეთისთვის“ წარმატების შემდეგ მამაკაცმა ნაიჯელ ფარაჯის პოსტის ქვეშ მუქარის შემცველი კომენტარი დაწერა, თუმცა ლონდონის პოლიციამ პირი მას შემდეგ დააკავა, რაც გასულ კვირაში პარტიის წევრი, პოლიტიკოსი ენ უიდიკომბი საკუთარ სახლში მოკლეს.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ყოფილი წევრი ენ უიდიკომბი საკუთარ სახლში 9 ივლისს მოკლეს. პოლიციამ მის მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის მამაკაცი დააკავა. ენ უიდიკომბი პარტიაში იმიგრაციისა და იურიდიულ საკითხებს კურირებდა.