დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 57 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

21:49, 02.01.2021

დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 57 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ბოლო 24 საათში ვირუსის შედეგად 445 პაციენტი გარდაიცვალა.

საერთო ჯამში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 2.6 მილიონი შემთხვევა აღრიცხეს. „კოვიდ-19“-ს 74,5 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.

დიდ ბრიტანეთში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გართულებულია, რადგან ქვეყანაში ვირუსის ახალი შტამი ვრცელდება, რომელიც გაცილებით იოლად გადადის ადამიანიდან ადამიანზე.

მთავრობას იმედი აქვს, რომ ვირუსის შეჩერებას ვაქცინაციით შეძლებს. დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი დეკემბრის დასაწყისში დაიწყო. ამჟამად აცრილია 900 ათასზე მეტი მოქალაქე.

მსგავსი