დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 5 294 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 110 პაციენტი
დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 5 294 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 110 პაციენტი

დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული 110 პაციენტი გარდაიცვალა.

მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ ჯამში 125 690 შეადგინა. გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 5 294 ადამიანს.

მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გაერთიანებულ სამეფოში სულ აღრიცხულია კორონავირუსით ინფიცირების ოთხი მილიონ 282 ათასზე მეტი შემთხვევა. ამ მაჩვენებლის მიხედვით, ქვეყანა მსოფლიოში მეხუთე ადგილს იკავებს.

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აცრილია 24 მილიონ 840 ათასზე მეტი ადამიანი.