დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 12 364 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 1 052 ინფიცირებული
დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 12 364 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 1 052 ინფიცირებული

დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 1 052 ინფიცირებული გარდაიცვალა. „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 12 364 ადამიანს. მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გაერთიანებულ სამეფოში სულ აღრიცხულია კორონავირუსით ინფიცირების 3 მილიონ 983 ათასზე მეტი შემთხვევა. ამ მაჩვენებლის მიხედვით, ქვეყანა მსოფლიოში მეოთხე ადგილს იკავებს.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 114 ათასს აღემატება. მსხვერპლთა მაჩვენებლით დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა.

მთავრობის სტატისტიკით, დიდ ბრიტანეთში ვაქცინის პირველი დოზა 12 მილიონ 646 ათასმა ადამიანმა მიიღო.