დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 616 პაციენტი გარდაიცვალა
დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 616 პაციენტი გარდაიცვალა

დიდ ბრიტანეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების 616 შემთხვევა აღირიცხა. ბოლო დღე-ღამეში კოვიდ-19-ი ქვეყანაში 12 282 ადამიანს დაუდასტურდა.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირებული 62 033 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში დადასტურებულია ვირუსის ერთი მილიონ 750 ათასზე მეტი შემთხვევა.

დიდი ბრიტანეთში მსოფლიოში მეხუთე ქვეყანაა კორონავირუსით გარდაცვლილთა მაჩვენებლით. ის მეშვიდე ადგილს იკავებს გლობალური მასშტაბით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით.

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 8 დეკემბერს დაიწყო.