დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 47 525 ადამიანს დაუდასტურდა, 1 500-ზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა
დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 47 525 ადამიანს დაუდასტურდა, 1 500-ზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა

დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 1 500-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.

მათი ცნობით, ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ით 1 564 პაციენტი გარდაიცვალა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

ბოლო დღე-ღამეში ვირუსით დაინფიცირდა კიდევ 47 525 ადამიანი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, დიდი ბრიტანეთში ინფიცირების სულ 3 211 576 შემთხვევა აღრიცხეს.

დატოვე კომენტარი