დიდ ბრიტანეთში „ასტრაზენეკასა“ და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად შექმნილი ვაქცინით პირველი პაციენტი აცრეს
დიდ ბრიტანეთში „ასტრაზენეკასა“ და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად შექმნილი ვაქცინით პირველი პაციენტი აცრეს

დიდ ბრიტანეთში შვედურ კომპანია „ასტრაზენეკასა“ და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად შექმნილი ვაქცინით პირველი პაციენტი აცრეს. „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა პირველმა 82 წლის ბრაიან პინკერმა გაიკეთა.

როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, ამჟამად ქვეყანას შვედური ვაქცინის 530 ათასი დოზა აქვს.

„თაიმსის“ ცნობით, ხელისუფლება იმედოვნებს, რომ იანვრის დასაწყისში მწარმოებლები კვირაში 20 მილიონი დოზის დამზადებას შეძლებენ, რაც ვაქცინაციის პროცესს მნიშვნელოვანად დააჩქარებს.

„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინას ავტორიზაცია ბრიტანეთის მარეგულირებელმა ორგანოებმა 30 დეკემბერს მიანიჭეს.

დიდ ბრიტანეთში ასევე დაშვებულია ამერიკული კომპანია „ფიზერისა“ და გერმანული კომპანია „ბიოენტექის“ მიერ შექმნილი ვაქცინის გამოყენებაც.