დიდ ბრიტანეთში არენებზე ფანების დასაბრუნებლად „ჯანმრთელობის პასპორტებს“ შემოიღებენ
დიდ ბრიტანეთში არენებზე ფანების დასაბრუნებლად „ჯანმრთელობის პასპორტებს“ შემოიღებენ

დიდ ბრიტანეთში სტადიონებზე გულშემატკივრები „ჯანმრთელობის პასპორტების“ წყალობით შეიძლება დაბრუნდნენ.

ბრიტანეთის ტექნოლოგიურმა კომპანიამ შეიმუშავა სპეციალური აპლიკაცია, რომელიც კორონავირუსის პანდემიის პირობებში უსაფრთხოს გახდის სპორტულ ტურნირებზე გულშემატკივართა დასწრებას.

სტადიონზე გამგზავრების წინ, გულშემატკივრებმა სპეციალურ სადგურებში ან აპლიკაციაში დარეგისტრირებული ათასი კლინიკიდან ერთ-ერთში უნდა ჩაიტარონ ექსპრეს-ტესტი კორონავირუსზე, რომელიც 15 ფუნტი ღირს. ტესტის შედეგები ჩაიტვირთება აპლიკაციაში და მას სტადიონის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები შესვლისას შეამოწმებენ. არენებზე დაუშვებენ მხოლოდ ტესტირების უარყოფითი შედეგების მქონე ფანებს.

იდეას უკვე დაუჭირეს მხარი ინგლისის პრემიერლიგამ, ფორმულა 1-მა და რაგბიში ინგლისის ჩემპიონატმა. ახლა, „ჯანმრთელობის პასპორტის“ ამოქმედებას დიდი ბრიტანეთის მთავრობისგან თანხმობა სჭირდება.