დიდ ბრიტანეთი: ოქტომბრიდან შინამეურნეობები ელექტროენერგიის გადასახადზე დღგ-ს აღარ გადაიხდიან
საილუსტრაციო ფოტო
თანამდებობის დაკავებიდან მეორე დღეს, დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმა, ცხოვრების მაღალ ღირებულებასთან გასამკლავებლად, პირველი ზომების მიღების შესახებ გააკეთა განცხადება – ოქტომბრიდან, გაერთიანებულ სამეფოში შინამეურნეობები ელექტროენერგიის გადასახადზე დღგ-ს აღარ გადაიხდიან.
ეს არის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იმ დაპირებების შესრულების გზაზე, რომლებიც ახალმა მთავრობამ, მაღალი ფასების ფონზე, ბრიტანული საზოგადოების მხარდასაჭერად გასცა.
წუხელ, გვიან ღამით, ბერნემმა თავისი ახალი კაბინეტის დაკომპლექტება დაასრულა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯონ ჰილი ფინანსთა მინისტრის (ხაზინის კანცლერის) პოსტს დაიკავებს, ენერგეტიკული უსაფრთხოების ყოფილი მინისტრი, ედ მილიბანდი კი საგარეო საქმეთა მინისტრი გახდება. შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე რჩება შაბანა მაჰმუდი, ხოლო ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ვეს სტრიტინგი თავდაცვის ახალი მინისტრის სავარძელს იკავებს.
პრემიერ-მინისტრის რანგში თავის პირველ გამოსვლაში, ბერნემმა კვლავ დაადასტურა უკრაინისადმი გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერა. მან უკვე გამართა მოლაპარაკებები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან.