დიბალა ორ-სამ კვირას გამოტოვებს
დიბალა ორ-სამ კვირას გამოტოვებს

ტურინის “იუვენტუსის” პრესსამსახურმა გამოაცხადა, რომ ფორვარდი პაულო დიბალა 15-20 დღეს გამოტოვებს მუხლის ტრავმის გამო.

ასე რომ, არგენტინელი ფეხბურთელი ვერ დაეხმარება თავის გუნდს უმნიშვნელოვანეს მატჩში “ინტერის” წინააღმდეგ, ასევე ვერ ითამაშებს იტალიის სუპერთასზე “ნაპოლისთან” დაპირისპირებაში.

“იუვენტუსში” ასევე ტრავმირებულები არიან ფედერიკო კიეზა და უესტონ მაკენი. მათი აღდგენის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

27 წლის დიბალამ მიმდინარე სეზონში სერია A-ს 11 მატჩში ორი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.