დიბალა არგენტინის ნაკრებს ვერ დაეხმარება
დიბალა არგენტინის ნაკრებს ვერ დაეხმარება

ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდი პაულო დიბალა გამოტოვებს არგენტინის ნაკრების ნოემბრის მატჩებს. 26 წლის თავდამსხმელს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, რომლის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არ გავრცელებულა.

აღნიშნავენ, რომ დიბალას დასვენება ესაჭიროება.

არგეტინელმა ითამაშა იტალიის სერია A-ს ბოლო ტურში „ლაციოს“ (1:1) წინააღმდეგ, იმ შეხვედრაში დიბალა 76-ე წუთზე შევიდა მოედანზე კრიშტიანო რონალდოს ნაცვლად.

არგენტინის ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ორ შესარჩევ შეხვედრას გამართავს პარაგვაისა (13 ნოემბერი) და პერუს (18 ნოემბერი) წინააღმდეგ.