„დი სი იუნაიტედი“ ლუკა მოდრიჩით დაინტერესდა
„დი სი იუნაიტედი“ ლუკა მოდრიჩით დაინტერესდა

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი ამერიკული „დი სი იუნაიტედის“ ინტერესთა სფეროში მოექცა, – ამის შესახებ წერს The Athletic. წყაროს ცნობით, ამერიკული კლუბის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ ხორვატი ფეხბურთელის აგენტებს.

„დი სი იუნაიტედის“ ხელმძღვანელობას სურს 34 წლის მოდრიჩის ხელში ჩაგდება მას შემდეგ, რაც გუნდი დატოვა უეინ რუნიმ. ლუკას კონტრაქტი „რეალთან“ 2020 წლის ზაფხულში იწურება.

ამ სეზონში ნახევარმცველმა ლა ლიგას 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სამი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი პასი შეასრულა.