არგენტინელმა ფორვარდმა ანხელ დი მარიამ, რომელიც ამ ზაფხულს ტოვებს „პარი სენ-ჟერმენს“, შესაძლოა, კარიერა ესპანეთში გააგრძელოს.
როგორც ვებგვერდი thehardtackle.com წერს, ფეხბურთელმა თავისი სამსახური შესთავაზა „ბარსელონას“.
34 წლის არგენტინელის წარმომადგენლები უკვე გავიდნენ კატალონელებთან კავშირზე, თუმცა „ბარსელონაში“ ეჭვობენ დი მარიას გაფორმების მიზანშეწონილობაზე მისი ასაკის გამო.
„პარი სენ-ჟერმენში“ დი მარია 2015 წლიდან თამაშობდა, 294 მატჩი ჩაატარა და 93 გოლი და 119 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.