„ბარსელონა“ და „ატლეტიკო“ ყურადღებით აკვირდებიან პსჟ-ს არგენტინელი ნახევარმცველის, ანხელ დი მარიას გარშემო შექმნილ სიტუაციას, – წერს Sport.es.
გამოცემის ინფორმაციით, „ბარსელონასა“ და „ატლეტიკოსთვის“ ანხელ დი მარია, ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე გახდება, თუ ეს უკანასკნელი პარიზულ კლუბს დატოვებს. აღნიშნავენ, რომ დი მარიას შეძენით „იუვენტუსი“ და „ბენფიკაც“ არიან დაინტერესებულები.
ევროპულ მედიაში გავრცელებული ცნობის თანახმად, „პარი სენ-ჟერმენში“ არგენტინელი ლეგიონერების (ლიონელ მესის გარდა) გასხვისებას გეგმავენ და დი მარიას მიმართ განსაკუთრებული ინტერესი სწორედ ამ გარემოებით არის გნპირობებული. ამასთანავე, არგენტინელის კონტრაქტი პარიზულ გრანდთან 2022 წლის ზაფხულში იწურება.
2021/22 წლების სეზონში დი მარიამ „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში 25 მატჩი ჩაატარა, გაიტანა სამი გოლი და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.