დღის მატჩი „იუვენტუსმა“ მოიგო - ჩემპიონთა ლიგა, II ტური, H ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* „ზენიტმა“ ჩემპიონთა ლიგაზე თავის ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით მოიგო.
* „ზენიტმა“ 2019 წლის ნოემბრის შემდეგ პირველად გაიტანა ჩემპიონთა ლიგის მატჩში ერთ გოლზე მეტი.
* „ზენიტმა“ შეწყვიტა ჩემპიონთა ლიგაზე რვამატჩიანი მოუგებელი სერია. ამ სერიისას გუნდმა პირველად არ გაუშვა გოლი.
* „ზენიტი“ პირველი რუსული კლუბია, რომელმაც ამ სეზონში ევროტურნირებზე მატჩი მოიგო.
* „იუვენტუსსა“ და „ჩელსის“ პირველ ტაიმში ჯამში ერთი ზუსტი დარტყმა ჰქონდათ.
* ლეონარდო ბონუჩიმ 450-ე მატჩი ჩაატარა „იუვენტუსის“ შემადგენლობაში.
* ფედერიკო კიეზამ მეორე ტაიმის მე-10 წამზე გაიტანა. ეს ყველაზე სწრაფი გოლია მეორე ტაიმში ტურნირის ისტორიაში.
* „ჩელსიმ“ ბოლო ოთხ მატჩში პირველად გაუშვა გოლი ჩემპიონთა ლიგაზე.
* „ჩელსის“ ორ ტურში ერთი ზუსტი დარტყმა ჰქონდა.
ზენიტი-მალმიო 4:0
გოლები: 1:0 კლაუდინიო (9), 2:0 კუზიაევი (49), 3:0 სუტორმინი (80), 4:0 ვენდელი (90+4)
ზენიტი (3-4-3): კრიციუკი – ბარიოსი, ჩისტიაკოვი, რაკიცკი – სუტორმინი (84. კრავცოვი), კუზიაევი (75. აზმუნი), ვენდელი, სანტოსი (84. კრუგოვოი) – მალკომი, ძიუბა (84. მოსტოვოი), კლაუდინიო (75. ერიოხინი).
მალმიო (4-4-2): დალინი – ლარსონი, აჰმედჰოძიჩი, ნილსენი, ბრორსონი (87. ელე) – ბერგეტი, ინოჩენტი (62. პენა), კრისტიანსენი, რაკიპი (55. ოლსონი) – ბირმანჩევიჩი (87. ნალიჩი), ცოლაკი (62. აბუბაკარი).
გაძევება: აჰმედჰოძიჩი (53. მალმიო)
იუვენტუსი-ჩელსი 1:0
გოლი: 1:0 კიეზა (46)
იუვენტუსი (4-4-2): შჩესნი – დანილო, დე ლიგტი, ბონუჩი, ალექს სანდრო – კუადრადო, ბენტანკური (83. კიელინი), ლოკატელი, რაბიო (77. რაბიო) – კიეზა (77. კინი), ბერნარდესკი (65. კულუსევსკი).
ჩელსი (3-4-2-1): მენდი – კრისტენსენი (75. ბარკლი), ტიაგო სილვა, რიუდიგერი – ასპილიკუეტა (62. ლოფტუს-ჩიკი), კოვაჩიჩი, ჟორჟინიო (62. ჩალობა), მარკოს ალონსო (46. ჩილუელი) – ჰავერტცი, ზიეჩი (62. ჰადსონ-ოდოი) – ლუკაკუ
თ მ ფ წ ბ ქ
- იუვენტუსი 2 2 0 0 4-0 6
- ჩელსი 2 1 0 1 1-1 3
- ზენიტი 2 1 0 1 4-1 3
- მალმიო 2 0 0 2 0-7 0