დღის ბოლო ოქრო ნორვეგიამ მოიგო

პიონჩანგის ოლიმპიადის მესამე დღეს მედლების ბოლო კომპლექტი ქალებს შორის საშუალო ტრამპლინში გათამაშდა. პოდიუმზე ადგილები ისე განაწილდა, როგორი თანმიმდევრობითაც მხტომელები 2017-18 წლების სეზონის მსოფლიოს თასზე ლიდერობენ.

ჩემპიონი გახდა ნორვეგიელი მარენ ლუნბიუ, რომელსაც წელს მსოფლიოს თასზე 10 მოგება აქვს და დამაჯერებლად არის პირველ ადგილზე. მან 264.6 ქულა დააგროვა და დღის ყველაზე გრძელი ნახტომი შეასრულა – 110 მეტრი.

მეორეზე გავიდა გერმანელი კატარინა ალტჰაუსი 252.6 ქულით, მესამეზე – იაპონელი სარა ტაკანაში (243.8).

ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)

ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე