დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 23-ის მდგომარეობა მძიმე, ხუთის კი კრიტიკული რჩება
დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 23-ის მდგომარეობა მძიმე, ხუთის კი კრიტიკული რჩება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 260 პაციენტიდან ხუთის მდგომარება კრიტიკულია, 23-ის კი მძიმედ ფასდება.

„დღევანდელი მონაცემებით, კოვიდცენტრებში 260 პაციენტი მკურნალობს. მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტების განაწილება ასეთია: კვლავ ხუთი კრიტიკული პაციენტი რჩება, 23-ის მდგომარეობა არის მძიმე. ისინი კოვიდცენტრების რეანიმაციულ და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობენ“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ამასთან, როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულების 80 პროცენტია გამოჯანმრთელებული.

„გამოჯანმრთელებულების რაოდენობა გაიზარდა 13-ით. აღნიშნული მაჩვენებელი იყო 1 137 და გახდა 1 150. გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა კვლავ 80-ია“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი.